გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სიახლეები

მნიშვნელოვანი მოვლენები

30 ოქტ, 2018
უფასო სკრინინგის აქცია რეგიონებში

"პირველი ნაბიჯი" უკვე 20 წელია ზრუნავს განსაკუთრებული საჭროების მქონე ბავშვებზე და მათ ოჯახებზე. რეგიონებში შემოსავლის და სერვისის სიმწირის გამო 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით პირველმა ნაბიჯმა გადაწყვიტა უფასო სკრინინგ აქცია რამდენიმე რეგიონში ჩაეტარებინა.

MAC Georgia-ს მხარდაჭერით 2018 წლის განმავლობაში ,,პირველი ნაბიჯის" კონსულტაციის და თერაპიის ცენტრის სპეციალისტები გორს, რუსთავს, ზუგდიდს, ახალციხესა და ზესტაფონს ესტუმრნენ. აქციის ფარგლებში მოხდა 0-5 წლამდე განვითარების შეფერხების რისკის მქონე 100-მდე ბავშვის სკრინინგი. 

,,პირველი ნაბიჯის” პედიატრები, ფსიქოლოგები, მეტყველების თერაპევტები და ოკუპაციური თერაპევტები  იმ ბავშვებს მოემსახურნენ, რომლებსაც სამედიცინო, ქცევითი, ემოციური და მეტყველების განვითარებასთან დაკავშირებული ჩივილები ჰქონდათ, ან უჭირდათ ასაკის შესაბამისად ყოველდღიურ აქტივობებში ჩართვა / თანატოლებთან ურთიერთობის დამყარება. 

უფასო შეფასების ბოლოს, საჭიროების შემთხვევაში მშობლებმა მიიღეს მზა წერილობითი რეკომენდაციები ბავშვთან დაკავშირებით მეტყველების სტიმულირების, ქცევის მართვის, კვების, ემოციური სფეროს დასხვა უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად, ასევე ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართულობის საჭიროების შემთხვევაში მოხდა მშობლების დაკვალიანდება, როგორ ჩაერთონ ადგილობრივ უფასო სახელმწიფო პროგრამაში. 

პირველი ნაბიჯი მსგავსი აქციების გაგრძელებას შემდგომ წლებშიც განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში გეგმავს.